ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„დამფუძნებელი დედების“ ტექსტების საჯარო კითხვა

ღონისძიებები

ანა (ოლა) სოლოღაშვილი, ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე, ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე – 1919 წლის თებერვალში სწორედ ეს ხუთი ქალი აირჩიეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტში. 

ღონისძიებაზე მომხსენებლები ისაუბრებენ  პოლიტიკაში ქალების როლსა და ჩართულობის მნიშვნელობაზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები კი წაიკითხავენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 5 ქალი დეპუტატის წერილებს, ჩანაწერებსა და მოგონებებს, რათა 101 წლის შემდეგ სიამაყით გავიხსენოთ შთამაგონებელი ქალები, რომლებაც საკუთარი ცხოვრება ქვეყნის დემოკარტიული განვითარებისთვის ბრძოლას შესწირეს.

მომხსენებლები:

თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი;

ნინო დოლიძე, პროგრამის ოფიცერი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI;)

ხატია ცეცხლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კურსდამთავრებული;

ანა ებანოიძე, თათა ლუაშვილი, მარიამ გაბრიჩიძე, ნუცა მაზანაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები

დრო: 17 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“

 

ბანერები