ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად - საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

2 ნოემბერს, ორშაბათს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს საინფორმაციო შეხვედრა პროექტზე: "დაიწყე ბიზნესი FabLab-თან ერთად”.

ილიაუნის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია FabLab თქვენს იდეებს რეალურ პროდუქტებად აქცევს, ამაში კი FabLab-ის პროფესიონალი და გამოცდილი მენტორები დაგეხმარებიან.

FabLab Iliauni საუკეთესო შესაძლებლობაა მეიქერებისა და კრეატიული ადამიანებისთვის, აქციონ იდეა შემოსავლიან ბიზნესად!

განსახილველი თემები:

რა არის Fab Lab?

  • სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, სადაც წარმოდგენილია დანადგარები: ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC და სხვა.

რა არის კრეათონი?

  •  კრეათონი არის პროცესი, რომლის დროსაც მონაწილეები ქმნიან გუნდებს და მუშაობენ იდეებზე, რომლებსაც აქცევენ პროდუქტად Fab Lab-ის დახმარებით და შემდეგ გაყიდიან.

რა არის მენტორშიპი?

  •  პროცესი, როდესაც შექმნილ გუნდებს რჩევებს აძლევენ გამოცდილი ადამიანები.

ვინ იქნებიან მენტორები?

  • თემურ მაისურაძე - პარლამენტის წევრი
  • ალექსანდრე ცინცაძე - ”სოლარის ინვესტმენტი”
  • ვახო ვახტანგიშვილი - სარეკლამო კომპანია “ლივინგსტონის” დამფუძნებელი
გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე :https://goo.gl/YVuOye
 

შეხვედრის დრო: 2 ნოემბერი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)
დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები