ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამა 2016-2017 წლისთვის ​- საინფორმაციო შეხვედრა

ღონისძიებები

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში გაიმართება გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საინფორმაციო შეხვედრა.

ღონისძიებას გაუძღვებიან გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან გერმანიაში სწავლის დაფინანსებისა და სასწავლო/კვლევითი სტიპენდიების მოპოვების შესახებ.

შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველა ფაკულტეტის სტუდენტებს, მკვლევრებსა და პროფესორებს.

დრო: 5 ოქტომბერი, 11:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები