ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

CYBER TALKS: მომავლის ნარატივი

ღონისძიებები

ჩვენი კიბერსაუბრების შემდეგი თემაა „მომავლის ნარატივი“.

ამბის თხრობა რომ დასაბამიდან არსებობს და აქტუალობას არასოდეს კარგავს, ამაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით. მისი ერთ-ერთი გამორჩეულობა იმაშიც მდგომარეობს, რომ საუკუნეებთან ერთად იცვლიდა ფორმებს, მაგრამ ეს ფორმები ერთმანეთს კი არ ანაცვლებდა, არამედ თანაარსებობას იწყებდა. ასე მოაგროვა სამყარომ ამბის თხრობის/სთორითელინგის უამრავი, როგორც წერილობითი, ისე ვიზუალური, ფორმა და ალბათ ყველას გვიფიქრია, როგორი შეიძლება იყოს მომავლის ნარატივი. 

ტექნოლოგიების აფეთქებამ თანამედროვე სთორითელერებზეც იმოქმედა და ჩვენი წერის უნარები უფრო ინტერაქციულ მეთოდში გადაიტანა. ხოლო როდესაც ინტერაქციულ წერაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ჩეთბოტები გვახსენდება, რადგან ეს ციფრული პერსონაჟები საკუთარ თავში სრულად აერთიანებენ ამბავს, პერსონალურობას, ფუნქციონალურ საუბარს, მხატვრულობას და, რაც ყველაზე მთავარია, ტექნოლოგიურ მიღწევებს. 

პროგრამისტებისა და სთორითელერების გაერთიანებამ შექმნა ნარატივდიზაინერის ცინცხალი პროფესია, რომელიც დღითიდღე სულ უფრო მოთხოვნადი ხდება როგორც ბიზნესინდუსტრიაში, ისე ტექნოლოგიებისა და არტის სინთეზით დაინტერესებულ ადამიანთა საზოგადოებაში.

მომავლის ნარატივით მარიამ გოჩიაშვილი და თამთა პაპუკაშვილი შემოგვიერთდებიან ხუთშაბათს, 19:00 საათზე.
 
დრო:  7 მაისი, 19:00 საათი 
 
 
ბანერები