ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცვლილების დადგენა ტყის საფარში მრავალსპექტრული სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით

ღონისძიებები

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დოქტორანტი გიორგი მიქელაძე გამართავს პროექტის „ტყის კორომებში მიმდინარე ცვლილების დადგენა Sentinel-2 მრავალსპექტრალური სატელიტური გამოსახულებების გამოყენებით“ პრეზენტაციას.
მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტის (WRI) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის მიზანს წარმოადგენდა შერჩევითი ჭრების და, ზოგადად, ტყის კორომთა ფართობებზე ხეების სიმჭიდროვის ცვლილების რეგისტრაცია სატელიტური გამოსახულების გამოყენებით.

პრეზენტაციაზე განხილული იქნება „დისტანციური ამოცნობის“ ტექნოლოგიური და სტატისტიკური მიდგომები, ღია კოდურ პაკეტ R-ის გამოყენების მაგალითები და საქართველოს ტყეების დისტანციური მონიტორინგის შექმნის პერსპექტივა.
საკვლევ ტერიტორიად შერჩეული იყო კახეთისა და მესხეთის ტყეები, რომლებიც მოიცავდა როგორც ფართოფოთლოვან, ისე წიწვოვანი ტყის კორომებს.


დრო: 13 დეკემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები