ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცნობილი Science Slammer-ი საშა ფოგელის ვორქშოფი

ღონისძიებები

3 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების 20-მდე სკოლიდან წინასწარ შერჩეული 11 დამამთავრებელი კლასის მოსწავლე  Science Slam ვორქშოფს დაესწრება.

ვორქშოფს მათთვის ჩაატარებს დოქტორი საშა ფოგელი, ცნობილი Science Slammer-ი, რომელიც გერმანიის საელჩოს მოწვევით, ჰოლივუდიდან საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობის მისაღებად ჩამოდის.

3 ოქტომბერს ქართველი მოსწავლეები რომლებიც ქართულ სკოლებში აქტიურად არიან ჩაბმულები ”ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების” საქმიანობაში, დოქტორ ფოგელთან ერთად ვორქშოპში საკუთარ პატარა პრეზენტაციებს შეიმუშავებენ, შემდეგ კი სამეცნიერო პიკნიკის მსვლელობისას ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

დრო: 3 ოქტომბერი, 09:00 – 18:00
ადგილმდებარეობა: აუდიტორია E 102, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Science Slam-ის შესახებ


Science Slam”-ის იდეა წარმოიშვა გერმანიაში იქ პოპულარული ”Poetry Slams”-ის იდეიდან. ”Poetry Slam”-ის დროს მონაწილეები გამოდიან თავიანთი დაწერილი ტექსტებით და მაყურებლის აპლოდისმენტების მიხედვით ხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ასეთივე პრინციპით ფუნქციონირებს ”Science Slam”: ახალგაზრდა მეცნიერები დაახლოებით ათწუთიან გამოსვლებში იუმორითა და ახსნის უჩვეულო მეთოდებით აჩვენებენ მაყურებელს, თუ რა საერთო აქვს მათ საკვლევ პროექტს უნივერსიტეტის კედლებს მიღმა არსებულ სამყაროსთან. ბევრ გერმანულ ქალაქში ასეთი შეჯიბრებები რეგულარულად ტარდება.
დატრენინგებული ახალგაზრდა მკვლევარები საუკეთესოები 4 ოქტომბერს, ვაკის პარკში, სამეცნიერო პიკნიკის სცემაზე გამართავენ

საშა ფოგელი-ის შესახებ

საშა ფოგელი არის დოქტორი, ცნობილი Science Slammer-ი. თავისი პრეზენტაციით ”ფიზიკა ჰოლივუდში” ფოგელმა სხვადასხვა Science Slam-ზე (მეცნიერების პოპულარიზაციის ღონისძიება/კონკურსი) მრავალი ჯილდო მიიღო. თეორიული ფიზიკის მეცნიერი, დოქტორი საშა ფოგელი ერთ-ერთი იმ ახლაგაზრდა გერმანელი მეცნიერთაგანია, რომლებსაც ძალიან მოსწონთ ლაბორატორიებსა თუ არქივებში ჩატარებული თავიანთი კვლევების სცენაზე წარმოდგენა და ფართო საზოგადოებისათვის იმის ჩვენება, რომ მეცნიერული მუშაობა სულაც არ არის მშრალი და მოსაწყენი. ფრანკფურტის უნივერსიტეტში მოღვაწე დოქტორი ფოგელი თავის მოხსენებაში სახალისო მანერით ხსნის, შეიძლება თუ არა ჰოლივუდის ფილმების სანახაობრივი სცენების შედარება ფიზიკურ რეალობასთან და საოცარ შედეგებამდე მივყავართ.

ბანერები