ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცნობილ ქართველოლოგს, ვინფრიდ ბოედერს, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება

ღონისძიებები

19 ოქტომბერს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი", ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტის ინიციატივითა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება ცნობილ ქართველოლოგს, ოლდენბურგის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, ვინფრიდ ბოედერს. ვინფრიდ ბოედერი არის უცხოელ ლინგვისტ ქართველოლოგთა შორის ყველაზე მაღალი სამეცნიერო იმპაქტის მქონე მკვლევარი.

თითქმის 50 წელია, რაც პროფ. ვ. ბოედერი იკვლევს ქართული ენის სტრუქტურისა და ისტორიის, ქართველური ენების ცალკეული ქვესისტემების საერთო თუ სპეციფიკურ პრობლემებს, ძველი და ახალი სალიტერატურო ქართულისა და მისი დიალექტების ფონეტიკა-ფონოლოგიის, მორფოლოგიის, სინტაქსის, ტექსტის ლინგვისტიკისა და ენის სოციალური ისტორიის საკითხებს. 

სწრაფი ბმულები:

პროფესორ ვინფრიდ ბოედერის სამეცნიერო ნაშრომების სია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html 

პროფესორ ვინფრიდ ბოედერის ბიოგრაფია: http://www.staff.uni-oldenburg.de/winfried.boeder.html

დრო: 19 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი"(ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია. 

ბანერები