ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცნობიერების ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ – აქცია კაფე „მზიურში“ საერთაშორისო პროექტის INSIDE OUT მხარდაჭერით

ღონისძიებები

9 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროგრამის სტუდენტები საერთაშორისო პროექტის INSIDE OUT ფარგლებში ბავშვთა ქალაქ მზიურის კაფე „მზიურის“ ტერიტორიაზე გამართავენ სოციალურ აქციას, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის მდგომარეობის შესახებ. 

რეალობის გარეთ გამოსატანად პროექტის სოციალური აქტივობის ფარგლებში სტუდენტებმა გადაიღეს 47 აქტივისტის ფოტოპორტრეტი, რომელთაც ახლავს მკაფიო გზავნილები ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტები და სამოქალაქო აქტივისტები. ღონისძიებაზე განხორციელდება პროექტის ფარგლებში გადაღებული ფოტოპორტრეტებისა და პოსტერების ინსტალაცია.

“INSIDE OUT” პროექტის არსი:

გლობალური მონაწილეობის უზრუნველყოფითა და კონკრეტული გზავნილების გავრცელებით მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლა. პროექტი ახალგაზრდა ფრანგი ხელოვანის ჯეი არის წამოწყებულია.  

მოქალაქეებს აქვთ საშუალება, პოზიცია გამიხატონ. “INSIDE OUT” სათქმელის საზოგადოებამდე მისატანად სათანადო პლატფორმას ქმნის პირადი მოსაზრების ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის გზით. ამჯერად 138 ქვეყნის 2329 ჯგუფური აქციაა განხორციელებული, რომლებიც თემატურადაც მრავალფეროვან, კონკრეტული ქვეყნისთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ პროექტის ვებგვერდს https://www.insideoutproject.net/

პროექტი შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მასზე მთლიანად პასუხისმგებელია ექსპერტიზ ფრანსი და ჩეხეთის განვითარების სააგენტო. შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებას.

დრო: 9 ივლისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ბავშვთა ქალაქი მზიური

შემოგვიერთდით!

2022 წელი

ბანერები