ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

CinéDOC-Tbilisi: ებრაელი რეჟისორის, დანი ვასერმანის, ფილმი - „გჯერათ სიყვარულის?

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში, CinéDOC-Tbilisi ტურის ფარგლებში, წარმოგიდგენთ ებრაელი რეჟისორის, დანი ვასერმანის, ფილმს: „გჯერათ სიყვარულის?“ („Do you believe in Love ?“).

ფილმის მთავარი პერსონაჟი ქალი, ტოვა, პარალიზებულია და დამოუკიდებლად გადაადგილებას ვერ ახერხებს. თუმცა, თავისი პატარა „წარმატებული ბიზნესით“ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს მეორე ნახევრის პოვნაში ეხმარება. 
ტოვას სიყვარულის არ სჯერა და საქმის მიმართ საკმაოდ ხისტი დამოკიდებულება აქვს. პერსონაჟთა ფიგურალური პორტრეტებით, ემოციურად მდიდარ ფილმში რეჟისორი ამბის თხრობის პარალელურად ტრივიალურ კითხვას სვამს: გჯერათ სიყვარულის?

ხანგრძლივობა: 50’
ქვეყანა: ისრაელი
წელი: 2013
რეჟისორი: დანი ვასერმანი
ენა: ინგლისური, ქართული სუბტიტრებით

დრო: 12 ოქტომბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები