ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივდიზაინი

ღონისძიებები

განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში 27 მაისს, 14:20 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერლაბორატორია უნილაბის ნარატივდიზაინის კურსის ხელმძღვანელი მარიამ გოჩიაშვილი გამართავს ლაივშეხვედრას თემაზე „ციფრული მემორიალი: ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი და ნარატივდიზაინი“.

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საკონსულტაციო კომპანიის ჯეპრა ერთობლივი ჰაკათონის ფარგლებში შეიქმნა, რომელშიც მთელი საქართველოდან მონაწილეობდნენ საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები.

ნიკო ნიკოლაძის ჩეთბოტი არის ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის, ციფრული ასლი, რომელთანაც ინტერაქციაა შესაძლებელი. ჩეთბოტის შექმნის მიზანია, ნიკო ნიკოლაძის ცნობადობის გაზრდა ახალგაზრდებში.

პროექტზე მუშაობენ ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბისა და ანიმას ნარატივდიზაინერები და ნიკო ნიკოლაძის ჰაკათონის გამარჯვებული გუნდები, სკოლის მოსწავლეები.

შეხვედრაზე მარიამი ასევე გაგაცნობთ პროფესიას ნარატივდიზაინერი და ჩეთბოტების შესაქმნელ პლატფორმას.

დრო: 27 მაისი, 14:20 საათი

ფორმატი: დისტანციური

შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3foWCwy

2021 წელი

ბანერები