ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

,,ჩხიკვთა ქორწილი“ - ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა სპექტაკლი

ღონისძიებები

19 სექტემბერს, 15:00 საათზე, ილიუნის თეატრში,  ბათუმის N6 საჯარო სკოლის ინტეგრირებული კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით, გაიმართება თეატრალური წარმოდგენა ,,ჩხიკვთა ქორწილი“.

ინტეგრირებული კლასები ბათუმის N6 საჯარო სკოლაში, უკვე წლებია, ფუნქციონირებს. მოსწავლეებმა ,,ჩხიკვთა ქორწილის“ გარდა კიდევ არაერთი სპექტაკლი დადგეს: „რწყილი და ჭიანჭველა“, „პინოკიო“, „ფიროსმანი“, „საახალწლო ზღაპარი”. წარმატებულმა ღონისძიებებმა ბავშვებს გაუღვიძა სურვილი, თეატრალური დადგმა თბილისელი მაყურებლებისთვისაც გაეცნოთ. სკოლის პედაგოგებისა და მშობლების ინიციატივით, დაიწერა პროექტი, რომელიც  ქალაქ ბათუმის მერიამ დააფინანსა.

დრო:  19 სექტემბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიაუნის თეატრი (ჭავჭავაძის ქ. № 32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები