ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია - ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი. მეორე მიახლოება

ღონისძიებები

18 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი”, პროექტის - "ილიაუნის მწერალი" საჯარო ლექციების სერიის "როგორ ვისწავლოთ წერა სხვების შექმნილი დიდი პოემებისა და დრამების დახმარებით" - ფარგლებში, ჩატარდებალევან ბერძენიშვილის მორიგი საჯარო ლექცია.

ლექციის თემაა: ჩვენი მთავარი არგუმენტი: შოთა რუსთველი. მეორე მიახლოება

ლევან ბერძენიშვილი განიხილავს შემდეგ თემებს: რუსთველის გლობალიზმი; „ყმა ტკბილი და ტკბილქართული“; პირველი სამება („რომელმან“, „ძალი“, „სული“); მეორე სამება (ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი); მესამე სამება (ნესტანი, თინათინი, ფატმანი); ქაჯეთის ქრონოტოპი; ”ვეფხისტყაოსნის” ანდერძი; რუსთველი და რუსთაველის პროსპექტი; პოეტური ზეოსტატობა: „ცამცა გაიდარბაზესა“.

დრო: 18 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი ”ლიგამუსი”

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები