ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ჭკვიანი ქალაქები“ – მაიკლ ქინდალის საჯარო ლექცია

ღონისძიებები

9 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კორპუსის 102 აუდიტორიაში მაიკლ ქინდალი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ჭკვიანი ქალაქები“.

ლექციის შესახებ

ზოგიერთი ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ სატრანსპორტო მოძრაობასთან დაკავშირებულ მზარდ გამოწვევევებს ვერ პასუხობს ან რთულია მათი ტრანფორმირება. შესაბამისად, საჭიროა პრობლემის კომპლექსურად შესწავლა და გამოსავლის პოვნა.

მაიკლ ქინდალი აუდიტორიას წარუდგენს პროექტის იდეას, რომელიც გულისხმობს ქალაქში „ჭკვიანი პარკირების“ ტექნოლოგიის დანერგვასა და განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს, ზოგადად, ტრანსპორტის მოძრაობის, კერძოდ კი საჯარო ტრანსპორტის ნაკადების მონიტორინგსა და რეგულირებას. პროექტის სწორი განხორციელების შედეგად გამონაბოლქვი მკვეთრად შემცირდება, ასევე პარკირების მაძიებელ სატრანსპორტო საშუალებათა ნაკადის დარეგულირებას შეუწყობს ხელს.

მომხსენებლის შესახებ

შვედი ბიზნესმენი მაიკლ ქინდალი ამჟამად მუშაობს „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფციის განვითარებასა და სატრანსპორტო მოძრაობის მენეჯმენტზე. იგი დაინტერესებულია სატრანსპორტო ნაკადების რეგულირებით, საზოგადოებისთვის ქალაქში უკეთესი გარემოს შექმნით, გამონაბოლქვის შემცირებითა და, ზოგადად, ქალაქში გადაადგილების გაუმჯობესებით.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2023

ბანერები