ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ჩინური ტრადიციული თეატრის მოკლე ისტორია

ღონისძიებები

2 ოქტომბერს, 11.00 საათზე, 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) ჩატარდება პროფესორ შინ ლინის ლექცია „ჩინური ტრადიციული თეატრის მოკლე ისტორია“.

ლექციაზე განიხილება ჩინური თეატრის განვითარების პროცესი, რომელიც ხასიათდება კულტურათაშორისი გაცვლით, რეგიონალური მრავალფეროვნებით და სხვადასხვა ხელოვნების დარგების, მუსიკის, რთული კოსტიუმებისა და აკრობატიკის სინთეზით.

ჩინური ტრადიციული თეატრი სრული სახით ჩვ.წთ. აღ.- ის მეცამეტე საუკუნეში აღმოცენდა, იგი წარმოადგენს პოეზიის, ცეკვის, სიმღერის და თხრობის სინთეზს. ეს ცალკეული ელემენტები დროთა განმავლობაში ერწყმოდა და ავსებდა ერთმანეთს, რის შედეგადაც თეატრმა საკუთარი განვითარების მწვერვალს მიაღწია.

ბანერები