ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ჩეხოვი. რეპეტიცია“ - პრემიერა ილიაუნის თეატრში

ღონისძიებები

10 და 11 ივნისს, ილიაუნის თეატრის სცენაზე მიმდინარე სეზონის ბოლო პრემიერა გაიმართება. ანტონ ჩეხოვის მოთხრობების მიხედვით სპექტაკლზე - „ჩეხოვი. რეპეტიცია“ - რეჟისორმა გაბრიელ გოშაძემ იმუშავა. სპექტაკლში მონაწილეობას მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური ხელოვნების პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ სტუდენტთან ერთად, რომლებიც 10 ივნისს დებიუტს ითამაშებენ.

სპექტაკლს ერთგვარი რეპეტიციის ფორმა აქვს - თეატრალური სკოლის სტუდენტებმა ჩეხოვის დამოუკიდებლად დადგმა გადაწყვიტეს. ვერ შეეჭიდნენ რა მის პიესებს, სამუშაო მასალად მოთხრობები აიღეს და მუშაობას შეუდგნენ. არც ფული აქვთ, არც გამოცდილება, მაგრამ მაინც არ ეშვებიან განზრახულს. დამწყები მსახიობების მიერ დანახული ჩეხოვის მოთხრობის სევდიანი და ირონიული ღიმილით სავსე სამყარო ჩვენს თვალწინ ნელ–ნელა სპექტაკლის კონტურებს შეიძენს.

სპექტაკლი უკვე მიწვეულია საფრანგეთში თეატრალური სკოლების საერთაშორისო ფესტივალზე - Le Festival l'Union des écoles de Théâtre.

 სპექტაკლისა და რეჟისორის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები