ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ჩემი ცხოვრების დღიურები” - კინოჩვენება და დისკუსია ილიაუნიში

ღონისძიებები

27 აპრილს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორიაში მოეწყობა კინოჩვენება. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" (CSDC) მიერ პროექტის - „უხილავი ბავშვები“- ფარგლებში გადაღებულიფილმი, ”ჩემი ცხოვრების დღიურები”, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემებს შეეხება.

ზემოხსენებული პროექტისა და კინოჩვენების მიზანია საზოგადოების ინფორმირება, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები თუ როგორ იბრძვიან გადარჩენისათვის და როგორ ხდებიან შრომით ექსპლუატაციაში იძულებით ჩართულნი. ფილმი გადაღებულია გაეროს ბავშვთა დაცვის კონვენციით გათვალისწინებული ნორმების სრული დაცვით. ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დისკუსია, რომელსაც გაუძღვებიან პროექტის სულისჩამდგმელები, ნინო თოდუა და თათა ღიბრაძე.

ჩვენება მოეწყობა ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით.

დრო: 27 აპრილი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E407 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. №3/5)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები