ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“

ღონისძიებები

5 დეკემბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 406 აუდიტორიაში ილიაუნის დებატების კლუბის ინიციატივით გაიმართება თინათინ ცერცვაძის საჯარო ლექცია თემაზე: „ვინ იმარჯვებს დებატებში?“.

ფსიქოლოგი თინათინ ცერცვაძე საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის  ხელმძღვანელია. იგი არის განათლების საკითხების მკვლევარი, დებატების საერთაშორისო ტრენერი, სახელმძღვანელოების თანაავტორი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობის 23-წლიანი გამოცდილება. მუშაობდა ზაარლანდის სკოლის ფსიქოლოგიურ სამსახურში, ლაიფციგისა და ფრანკფურტის უნივერსიტეტებში შესრულებული აქვს სადოქტორო სამუშაოები „დებატების” პროგრამების გავლენებზე ფსიქოლოგიური კუთხით.

დრო: 5 დეკემბერი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები