ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

CENN – საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“

ღონისძიებები

19 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში შეხვედრას გამართავს გარემოსდაცვითი არასამთავრებო ორგანიზაცია CENN. შეხვედრაზე განიხილება საგანმანათლებლო სტაჟირების პროგრამა „მწვანე ეკონომიკის სკოლა“, რომელში მონაწილეობაც შეუძლიათ ბიზნესის სკოლის საბაკალავრო (III  და IVკურსი) და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს.

CENN შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს:

  • ექსპერტებისა და მენტორების დახმარებით შეიმუშავონ ბიზნესგეგმა მათთვის ყველაზე საინტერესო იდეებისათვის;

  • დაესწრონ 4-დღიან ტრენინგს მწვანე ეკონომიკის შესახებ ბულაჩაურის მწვანე ცენტრში;

  • ადგილზე შეისწავლონ ბიზნესგეგმის კონცეფცია და მიიღონ სრული დაფინანსება კვლევისათვის;

  • მაღალი დონის შეხვედრაზე წარადგინონ საკუთარი იდეა და მოიპოვონ საუკეთესოს სტატუსი;

  • გაიცნონ და ითანამშრომლონ სახელმწიფო და საერთაშორისო განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან;

მწვანე ეკონომიკის სკოლის მიზნები:

  • დამწყები სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება პრაქტიკული სწავლებისა და სტაჟირების საშუალებით;

  • საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამებისა და მათი მონაწილე პირების (სტუდენტები, პროფესორ–მასწავლებლები) დაკავშირება მიმდინარე სახელმწიფო და საერთაშორისო ეკონომიკურ პროგრამებთან;

  • ბიზნესისა და კერძო ბენეფიციარების მხარდაჭერა კვალიფიციური კადრების მოძიებაში, მათ შორის, სამუშაო ურთიერთობების დასამყარებლად;

  • ტყის მერქნული, არამერქნული და ტურისტული რესურსების გამოყენების საოჯახო, კერძო, სათემო, მუნიციპალური, რეგიონული ან ეროვნული მოდელების შექმნა და პილოტირება მდგრადი განვითარების მიზნებისა და სოფლის განვითარების შემდეგი სტრატეგიული ამოცანების შესასრულებლად:

  • სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია მდგრადი არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების განვითარების საშუალებით;

  • ტურიზმისა და შესაბამისი ტურისტული პროდუქტების განვითარება;

  • სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის გაუმჯობესება;

  • წყლის, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესება.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის“ ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით.

მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმაარა უგვიანეს 1-ლი ივლისისა.

შეხვედრის დრო:  19 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია


ბანერები