ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ცეკვის საერთაშორისო დღე

ღონისძიებები

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) არის მსოფლიო ორგანიზაცია საშემსრულებლო ხელოვნებაში, რომელიც ყოველი წლის 21 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ცეკვის საერთაშორისო დღეს ვრცელდება გზავნილი, რომლის წლევანდელი ავტორიც ტაივანის „ქლაუდ გეიტის“ ცეკვის თეატრის დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლინ ჰვაი-მინი გახლავთ.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, 22 აპრილს, 18:00 საათზე, ილიაუნის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი აწყობს ჩვენებას, რომლის ფარგლებშიც მაყურებელი გაეცნობა გზავნილის ქართულ ენაზე თარგმნილ ტექსტს და ნახავს მისი ავტორის - ლინ ჰვაი-მინის ნამუშევარს, სახელწოდებით „Songs Of The Wanderers“ (ხანგრძლივობა 60 წთ.).

აღსანიშნავია, რომ ტაივანელი ქორეოგრაფის წარმოდგენაში გამოყენებულია ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ნიმუშები (ანსამბლ „რუსთავის შესრულებით“). 

დასწრება თავისუფალია! 

ბანერები