ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

საჯარო ლექცია და დისკუსია თემაზე: ცეკვა პოლონეთში - შიდა ცხოვრება

ღონისძიებები

2 ივნისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი” გაიმართება საჯარო ლექცია და დისკუსია ვიდეოჩვენებით - "ცეკვა პოლონეთში - შიდა ცხოვრება". ლექცია-დისკუსიას გაუძღვებიან: გჟეგოჟ კონდრაშუკი (მარი კიური-სადოვსკას უნივერსიტეტი, ლუბლინი), რიჩარდ კალინოვსკი (ლუბლინის ცეკვის თეატრი), ლევან ხეთაგური (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).

ლუბლინის თანამედროვე ცეკვის თეატრი თბილისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მოწვევითა და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩამოდის.

პოლონური ცეკვის პლატფორმამ 2014 წელს გვაჩვენა, რა საოცრად განსხვავებული შეიძლება იყოს და არის ცეკვა პოლონეთში - თავისი სტილით, ტექნიკით, ტრადიციასთან თუ გეოგრაფიასთან მიბრუნებით, ევროპასთან და მთელ დანარჩენ სამყაროსთან კავშირით ან თუნდაც მართვის საორგანიზაციო მოდელებით. წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები საცეკვაო დადგმებიდან, რაც წარმოდგენილი იყო 2014 წლის პლატფორმაზე. ეს კი მიზნად ისახავს, გაჩვენოთ რაც შეიძლება საინტერესო ასპექტები (როგორც მხატვრული ასევე ორგანიზაციული), რაც წარმოაჩენს პოლონეთის თანამედროვე ცეკვის მდგომარეობას მისი ინტერდისციპლინური და საერთაშორისო ხასიათით.

პროექტი ხორციელდება საქართველოში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინიციატივით, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ფონდ „კავკასიისა“ და სამეფო უბნის თეატრის მხარდაჭერით.

დრო: 2 ივნისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი ”ლიგამუსი” (ჭავჭავაძის გამზ. №32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები