ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

CEBRA-ს დირექტორის მოადგილის, ენდრიუ რობინსონის, სემინარი: რისკის ანალიზის ინოვაციური და პრაქტიკული მეთოდები ინვაზიური მავნებლების შემცირების და თავიდან აცილების მიზნით

ღონისძიებები

3 ივლისს, 15:30-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ბიოუსაფრთხოების რისკების ანალიზის ცენტრის (CEBRA) დირექტორის მოადგილე, ენდრიუ რობინსონი, ჩაატარებს სემინარს, სახელწოდებით - რისკის ანალიზის ინოვაციური და პრაქტიკული მეთოდები ინვაზიური მავნებლების შემცირების და თავიდან აცილების მიზნით.

ენდრიუ რობინსონმა ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა მელბურნის უნივერსიტეტში, სტატისტიკის მიმართულებით, შემდგომში მიიღო ორი სამაგისტრო ხარისხი ტყის რესურსებსა და სტატისტიკაში, აშშ-ის შტატების მინესოტის უნივერსიტეტში, ხოლო 1998 წელს ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი ტყის რესუსრების მიმართულებით.

დოქტ. რობინსომა სამუშაო გამოცდილება შეიძინა აიდაჰოს უნივერსიტეტში 1998-2005 წლებში. 2005 წელს გადავიდა მელბურნის უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის ფაკულტეტზე, უფრო ახლო წარსულში კი გახდა ბიოუსაფრთხოების რისკების ანალიზის ცენტრის (CEBRA) წევრი, სადაც ის ამჟამად გახლავთ დირექტორის მოადგილე.

დოქტ. რობინსონს აქვს მდიდარი გამოცდილება სტატისტიკური მონაცემების პრაქტიკული გამოყენების ტყის მართვის და ეკოლოგიის დარგში. ის გახლავთ სტატისტიკური გამოთვლის და გრაფიკის პროგრამული აპლიკაციების კომპლექტი "R"-ის ერთ-ერთი შემქმნელი და მხარდამჭერი. ამჟამად, დოქტ. რობინსონი თავის ექსპერტულ ცოდნას იყენებს ბიოუსაფრთხოების საკითხების და რისკის შეფასების მეთოდების განვითარების მიზნით (ამ შემთხვევაში ბიოუსაფრთხოების რისკების შეფასება გულისხმობს იმ რისკების შესწავლას, რომლებიც ეხება ადამიანის პოპულაციის, სოფლის მეურნეობის და ადგილობრივი ეკოლოგიის ინვაზიურ სახეობებსა და ახალ პათოგენებთან შეჯახებისას).

დრო: 3 ივლისი, 15:30-18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები