ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

Cannes Lions - International Festival of Creativity

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით 10-დან 16 დეკემბრის ჩათვლით სტუდენტური ცხოვრების კვირეული გაიმართება.

ილიაუნის სტუდენტური ცხოვრების კვირეულის ფარგლებში 14 დეკემბერს, 21:00-21:30 საათზე, Leavingstone-ისსოციალური მედიისა და ციფრული რეკლამის განყოფილების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე და Giovanni Morra-ს დამფუძნებელი ნათია სვანიძე ისაუბრებენ კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე, მის მნიშვნელობასა და საკუთარ გამოცდილებაზე, რომელიც კონკურსში მონაწილეობის დროს მიიღეს.

კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი მოვლენაა მსოფლიო სარეკლამო სფეროში. ფესტივალი 1954 წელს იღებს სათავეს და ყოველწლიურად ქალაქ კანში ტარდება.


დრო: 14 დეკემბერი, 21:00-21:30 საათი

ადგილი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, ახალი სტუდენტური სივრცე, ილიაუნის E კორპუსი, -1 სართული

ბანერები