ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

''Cadillac Dreams''- კინოჩვენება და დისკუსია

ღონისძიებები

„ოცნებები კადილაკზე”/Cadillac Dreams ახალგაზრდა რეჟისორის, ელენე მიქაბერიძის ფილმია ოცნებებსა და თავისუფლებაზე. ფილმი მოგვითხრობს 15 წლის მოზარდის ცხოვრებაზე. ის ოკუპირებულ აფხაზეთში ცხოვრობს და ყველაფერზე მეტად ენგურს გადაღმა, საზაფხულო ბანაკში წასვლა სურს. ეს არის კამერის ობიექტივით დანახული ამბავი საოკუპაციო ხაზით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანის უფლებები მყიფე მოცემულობაა, ოცნებები კადილაკზე კი ძალიან შორეული.

ფილმი გადაღებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Truth Hounds-ის პროექტისთვის No Future Land ბაქოში ნორვეგიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.

მომხსენებელი: ანა წურწუმია, პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების მკვლევარი
ლევან ასათიანი, Amnesty International-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში

მოდერატორი: თამარ კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კლინიკის იურისტი


დრო6 დეკემბერი,19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზირი N32)

დასწრება თავისუფალია.


ბანერები