ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრუს ჯენტლესონის “ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

18 დეკემბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ბრუს ჯენტლესონის წიგნის - “ამერიკის საგარეო პოლიტიკა“ - ქართული თარგმანის პრეზენტაცია.

წიგნი გამოიცა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის მხარდაჭერით. წიგნში ყურადღება გამახვილებულია საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის ძირითად საკითხებზე (რა არის აშშ-ის ეროვნული ინტერესები და რა სახის პოლიტიკა ესადაგება მას ყველაზე მეტად), ასევე - საგარეო პოლიტიკის, როგორც პროცესის, საკვანძო საკითხებზე (რა როლი აქვს ამერიკის პოლიტიკური სისტემის ცალკეულ ინსტიტუტებსა და აქტორებს და როგორია მათი გავლენა). წიგნი განკუთვნილია როგორც აკადემიური წრეებისთვის, ისე საგარეო პოლიტიკით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისთვის. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება წიგნის შეძენა.

წიგნის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დრო: 18 დეკემბერი, 17:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები