ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრიტანეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

ღონისძიებები

"Cambridge Study" წარმოადგენს საგანმანათლებლო სააგენტოს, რომელიც მდებარეობს ქალაქ კემბრიჯში. სააგენტოს მიზანია, მოიზიდოს სტუდენტები ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. სააგენტო გასცემს რეკომენდაციებს ინგლისის უნივერსიტეტებში არსებული პროგრამებისა და კურსების შესახებ. ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს ამ სააგენტოს და მასთან ერთად შეარჩიოს მისთვის სასურველი კურსი ბრიტანეთის უნივერსიტეტში.

"Cambridge Study" თანამშრომლობს ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებთან.

7 მარტს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს "Cambridge Study"-ს წარმომადგენლებს, რომლებიც გააკეთებენ პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის.

მისამართი: გ. წერეთლის 2, G კორპუსის 106 აუდიტორია (ე.წ. “ენციკლოპედიის შენობა“).

ბანერები