ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრემენის უნივერსიტეტის ბაკალავრის, სოფი კორნელია ვაგნერის საჯარო მოხსენება

ღონისძიებები

1-ლ აგვისტოს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბაკალავრი სოფი კორნელია ვაგნერი (C. Sophie Wagner) წაიკითხავს საჯარო ლექციას. 

მომხსნებელი ისაუბრებს ცენტრალურ კავკასიონზე (ყაზბეგის რ–ნი), როგორც მაღალმთის ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების ტრადიციულ სამოდელო ობიექტზე, ადრეგაზაფხულზე მოყვავილე მცენარეების გავრცელებისა და ეკოლოგიის თავისებურებებზე.

კვლევის შედეგები საინტერესოა როგორც მაღალმთის მცენარეთა სახეობრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით, ისე კლიმატის მიმდინარე გლობალური ცვლილების შედეგად მაღალმთის მცენარეულობის ტრანსფორმაციის ზოგიერთი ტენდენციის გამოვლენის კონტექსტში. 

ბრემენის უნივერსიტეტის (გერმანია) ბაკალავრმა, სოფი კორნელია ვაგნერმა, რომელიც ხანგრძლივი მივლინებით იმყოფება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ილიაუნის ეკოლოგიის ინსტიტუტის მაღალმთის ეკოსისტემების კვლევის პროგრამის დირექტორის,ოთარ აბდალაძის თანახელმძღვანელობით დაასრულა საბაკალავრო თემა: „Distribution and Ecology of Spring Ephemeroids in Subalpine Festuca varia ssp. woronowii Communities of the Kazbegi Region (the Central Great Caucasus)“.

ლექციას დაესწრებიან ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორები: ჰაკონ ნეთმანი და ჯოზეფ მიულერი.

სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 1-ლი აგვისტო, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები