ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრეიქდანსის ალტერნატიული გაკვეთილი ილიაუნიში

ღონისძიებები

Red Bull BC One 2012 - ბრეიქდანსის ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის ერთ-ერთი ეტაპი თბილისში 21 აპრილს გაიმართება. 19 აპრილს კი 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, A101  აუდიტორიაში Red Bull BC One ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტებისთვის გაიმართება ალტერნატიული გაკვეთილი.

ალტერნატიულ გაკვეთილს ჩაატარებენ ბრეიქდანსის მსოფლიო ვარსკვლავები, Roxrite (აშშ) - მოქმედი ჩემპიონი, Red Bull BC One 2011 -ის გამარჯვებული, Airdit (გერმანია) - ლეგენდარული ბი-ბოი, Red Bull BC One - ის ვეტერანი ბი-ბოი, Yan The Shrimp (რუსეთი) - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსი ბი-ბოი.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაესაუბრონ მსოფლიო ვარსკვლალებს, დაუსვან შეკითხვები და გაიზიარონ მათი გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის Red Bull BC Cypher Tbilisi 2012 ეწვიეთ http://www.facebook.com/events/199851236791084/.

ბანერები