ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბრალდებულთა საპროცესო უფლებები საქართველოში

ღონისძიებები

მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრი 23 აპრილს უმასპინძლებს საჯარო დისკუსიას თემაზე: „ბრალდებულთა საპროცესო უფლებები საქართველოში“. 

განსახილველი საკითხები:

  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულება საქართველოში;
  • პირის დაკავება: გამოძიებისა და სასამართლო ეტაპები – სისხლის სამართლის პროცესი;
  • პოლიციის მიერ პირის დაკითხვა და დუმილის უფლება;
  • იურიდიული დახმარება სისხლის სამართლის საქმეებზე – პრაქტიკული განხორციელება;
  • სისხლის სამართლის პროცესის პრობლემური მხარეები;

მომხსენებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი, ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი.

ღონისძიებას გახსნის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი კონსტანტინე კუბლაშვილი.

„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ პროგრამის ფარგლებში არსებულ კონკურსში ამ საჯარო დისკუსიაში მონაწილეობა შეფასდება 1%-ით.


დრო: 23 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები