ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბორის ნაიმანის საჯარო ლექცია: „როგორ დავწეროთ სამაგისტრო ნაშრომი“

ღონისძიებები

4 მაისს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ბორის ნაიმანი (პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „როგორ დავწეროთ სამაგისტრო ნაშრომი“.

ლექციის მიზანია, დაეხმაროს სტუდენტებს ეკონომიკასა და სოციალურ მეცნიერებებში სამაგისტრო ნაშრომის წერაში. შეხვედრაზე განხილული თემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც უკვე დაწყებული აქვთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობა.

მომხსენებელი განიხილავს  რეკომენდაციებს მეთოდოლოგიასთან, გამოსაყენებელ მონაცემებთან, ლიტერატურასა და სტრუქტურასთან დაკავშირებით.

მომხსნებლის შესახებ

ბორის ნაიმანი პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (Université Paris-Est Créteil Val de Marne – UPEC) ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის პროფესორი და მკვლევარია. იგი ასევე არის  სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრის (პოლონეთი) მეცნიერ-თანამშრომელი და უკვე 20 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან. პირველი.

იგი ლექციებს კითხულობს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა:  Paris I – პანთეონ სორბონას, HEC, კარლოს მესამის სახელობის მადრიდის, ბელგრადის, სიენას, ვერსალის უნივერსიტეტები (Versailles Saint-Quentin), კიევის აკადემია (Kyiv-Mohyla Academy), ვიეტნამის ეროვნული უნივერსიტეტში და სხვ.

ბორის ნაიმანს აქვს 20-წლიანი პოლიტიკური მრჩევლის კომპეტენცია განვითარებისა და ტრანზიტულ ეკონომიკაში. 1994-2015 წლებში მუშაობდა ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სააგენტოების (UNDP, USAID, EUROPEAID, ILO) მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. როგორც პოლიტიკური მრჩეველი მუშაობს შემდეგ საკითხებზე: მართვა და მაკროეკონომიკის ანალიზი უკრაინაში, რუმინეთში, სერბეთში, მონტენეგროში; ასევე ისეთ საჯარო დაწესებულებებათა ეკონომიკურ ანალიზზე, როგორებიცაა საპენსიო ფონდი, ჯანდაცვის ფონდი, დასაქმების სააგენტოები.მისი კვლევები და პოლიტიკის ანალიზი მჭიდროდაა დაკავშირებული ადვოკატად მუშაობის პრაქტიკასთანაც.

სამუშაო ენა: ინგლისური  

დრო: 4 მაისი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

2018

 

 

ბანერები