ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბორის ნაიმანის საჯარო ლექცია: ,,არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში’’

ღონისძიებები

30 აპრილს, 20:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში პროფესორი ბორის ნაიმანი (პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტი) წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „არაფორმალური ეკონომიკა საქართველოში“.

ლექციის მთავარი მიზანია არაფორმალური ეკონომიკის განვითარების გამომწვევი მიზეზების მიმოხილვა საქართველოსთვის. ასევე წარმოდგენილი იქნება მეთოდები, რომლებიც გამოიყენება არაფორმალური ეკონომიკის შესასწავლად და შესაფასებლად. დასასრულ მომხსენებელი განიხილავს პოლიტიკის ინსტრუმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს არაფორმალური სექტორის ლეგალიზაციას.

მომხსნებლის შესახებ

ბორის ნაიმანი პარიზის ვალ-დე მარნის უნივერსიტეტის (Université Paris-Est Créteil Val de Marne – UPEC) ეკონომიკის ფაკულტეტის ეკონომიკის პროფესორი და მკვლევარია. იგი ასევე არის  სოციალური და ეკონომიკური კვლევის ცენტრის (პოლონეთი) მეცნიერ-თანამშრომელი და უკვე 20 წელია, აქტიურად თანამშრომლობს ცენტრთან. პირველი პროფესიული გამოცდილება, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის მრჩეველმა, 1994 წელს უკრაინაში მიიღო.

იგი მუშაობს შრომისა და განვითარების ეკონომიკის სფეროში. ლექციებს კითხულობდა  Paris I – პანთეონ სორბონას, HEC, კარლოს მესამის სახელობის მადრიდის, ბელგრადის, სიენას, ვერსალის უნივერსიტეტებშიი (Versailles Saint-Quentin), კიევის აკადემიაში (Kyiv-Mohyla Academy), ვიეტნამის ეროვნული უნივერსიტეტში და სხვ.

მას უმუშავია შრომის ბაზრის  როგორც რაოდენობრივ, ისე თვისებრივ მონაცემებზე (მიგრაციის ჩათვლით) და ევროკავშირში – აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში არაფორმალური ეკონომიკისა და სიღარიბის  ანალიზის ჩატარებაზე. შესწავლილი აქვს ნავთობის პოლიტიკა და ეკონომიკა ცენტრალურ აზიაში და ამ თემაზე ერთ-ერთი ტომის (Routledge) თანარედაქტორია. ამჟამად საწარმოების კვლევის შედეგად მიღებული შედეგების გამოყენებით მუშაობს არაფორმალური კონკურენციისა და შრომის პროდუქტიულობის საკითხებზე აფრიკაში.

ბორის ნაიმანს აქვს 20-წლიანი პოლიტიკური მრჩევლის კომპეტენცია განვითარების და ტრანზიტულ ეკონომიკაში. 1994-2015 წლებში მუშაობდა ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო სააგენტოების (UNDP, USAID, EUROPEAID, ILO) მიერ დაფინანსებულ პროექტებზე. როგორც პოლიტიკური მრჩეველი მუშაობს შემდეგ საკითხებზე: მართვა და მაკროეკონომიკის ანალიზი უკრაინაში, რუმინეთში, სერბეთში, მონტენეგროში; ასევე შემდეგ საჯარო დაწესებულებებათა ეკონომიკურ ანალიზზე: საპენსიო ფონდი, ჯანდაცვის ფონდი, დასაქმების სააგენტოები.

სამუშაო ენა: ინგლისური  

დრო: 30 აპრილი, 20:00 საათი

ადგილმდებარეობა:  E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები