ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

პროფესორების, გიორგი მაისურაძისა და მამუკა ბერიაშვილის, ბლოკ-სემინარი - „სეკულარიზაცია - ფილოსოფიური, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები“

ღონისძიებები

20 აპრილს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში, ილიაუნის სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის პროფესორები, მამუკა ბერიაშვილი (სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის აკადემიური ხელმძღვანელი) და გიორგი მაისურაძე (სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი), ჩაატარებენ ბლოკ-სემინარს თემაზე - "სეკულარიზაცია - ფილოსოფიური, პოლიტიკური და კულტურული ასპექტები".

სემინარზე საუბარი შეეხება სეკულარული პარადიგმების გენეალოგიასა და ისტორიას, აგრეთვე - ახალ დროებაში პოლიტიკური და რელიგიური სისტემების გამიჯვნისა და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნის თეორიულ საფუძვლებს.

დრო: 20 აპრილი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. № 32)

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები