ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო გეგმები

ღონისძიებები

21 აგვისტოს, 14:00 საათზე, G 106 აუდიტორიაში გაიმართება პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო გეგმებთან დაკავშირებით. პრეზენტაციაზე განხილულ იქნება ბიზნესის ფაკულტეტზე დანერგილი სწავლების ინოვაციური ფორმები, ის ახალი პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ფაკულტეტი ახალი სასწავლო წლის დაწყების დროს გეგმავს.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნება ასევე ბიზნესის ფაკულტეტის მიერ შემოთავაზებული ის ინოვაციური სასწავლო კურსები, რომელთაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. წარმოდგენილი იქნება ის სასწავლო კურსებიც, რომლებსაც ბიზნესის ფაკულტეტი განახორციელებს ისეთ პარტნიორებთან ერთად, როგორებიცაა: Forbes Georgia, BDO, კომერსანტი და ა.შ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნება ასევე ბიზნესის ფაკულტეტზე შექმნილი ახალი სტუდენტური დასაქმების პროგრამა „ახალი შესაძლებლობა“. პროგრამის ფარგლებში მუშავდება პროექტი, რომელიც უზრუნველყოფს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებას წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნეს - ორგანიზაციებში.

ბანერები