ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიზნესინკუბატორის მეორე ეტაპის პრეზენტაცია

ღონისძიებები

30 მაისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა E 406 აუდიტორიაში გამართავს ბიზნესინკუბატორის მეორე ეტაპის პრეზენტაციას.

პროექტის შესახებ

ინოვაციური იდეების ოპტიმიზაციისათვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ბაზაზე შეიქმნა  „ბიზნესინკუბატორი“ - სივრცე, სადაც სტუდენტები განახორციელებენ ინოვაციურ “სტარტაპ” პროექტებს.  ბიზნესინკუბატორი გულისხმობს სტუდენტების მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტების დაფინანსებასა და კომერციალიზაციას.

ბიზნესინკუბატორის მეორე ეტაპს უხელმძღვანელებს სპრინგ არბორის უნივერსიტეტის (მიჩიგანი, აშშ) პროფესორი, ჯორჯ გრიფინი, ხოლო ჯგუფების ხელმძღვანელები იქნებიან როგორც ილიას უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის, ასევე ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორები. 

დრო: 30 მაისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 406 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები