ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიზნესი და ადამიანის უფლებები

ღონისძიებები

5 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის“ (ACCESS), სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) და ილიაუნის სამართლის სკოლის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამასთან თანამშრომლობით, გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე: ბიზნესი და ადამიანის უფლებები.

დღის წესრიგი

დრო: 18:00-18:15 საათი
თემა: ბიზნესი და ადამიანის უფლებები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ჭრილში
მომხსენებელი: სალომე ზურაბიშვილი - „სიდას“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირი

დრო: 18:15-18:30 საათი
თემა:
ადამიანის უფლებებზე ბიზნესის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები „ჯეოსელის“ და „თელიასონერას“ მაგალითზე
მომხსენებელი: სოფო ტაბატაძე - „ჯეოსელის“ ეთიკისა და შესაბამისობის ოფიცერი

დრო: 18:30 – 18:45 საათი
თემა: საქართველოს სახალხო დამცველის მანდატი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების სფეროში
მომხსენებელი: ნიკო თათულაშვილი - საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი

დრო: 18:45-19:00 საათი
თემა: ბიზნესი და შრომის უფლებები
მომხსენებელი: ლინა ღვინიანიძე - სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი, ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

დრო: 19:00 - 20:00 საათი
თემა: საჯარო დისკუსია
მოდერატორი: თამარ გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, ადამიანის უფლებათა მიმართულების ხელმძღვანელი, ACCESS-ის ორგანიზაციული განვითარების მენეჯერი

შეხვედრის დრო: 5 აპრილი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32 )

დასწრება თავისუფალია.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები