ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ბიზნეს რევიუს“- პრეზენტაცია

ღონისძიებები

28 მარტს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (G 106 აუდიტორია, გ. წერეთლის 2, ყოფილი ენციკლოპედიის შენობა) შედგება  „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ მომზადებული ‘’საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების კვლევის“ პრეზენტაცია.

კვლევა ჩატარდა მიმდინარე წლის 1 მარტიდან - 18 მარტის პერიოდში. კვლევის ობიექტი იყო 15 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

კვლევის ფარგლებში განხილულ იქნა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული შემდეგი პროდუქტები: იპოთეკური სესხი, სამომხმარებლო სესხი, ბიზნეს სესხი, ავტოსესხი.

კვლევის ფარგლებში წარმოდგენილ იქნება ერთი მხრივ, კონკრეტული მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ერთგვარი რეიტინგი, რომელიც აჩვენებს მათ შედარებით უპირატესობებს ცალკეულ პროდუქტებთან მიმართებაში, მეორე მხრივ კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხების საბანკო სესხების შესაბამის კატეგორიებთან შედარება.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკვეთა:
 
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული ყველაზე იაფი სესხი
· მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული ყველაზე ძვირი სესხი
· მნიშვნელოვანი სხვაობა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მხრიდან შემოთავაზებული სესხების საპროცენტო განაკვეთებსა და საბანკო სექტორის მიერ შემოთავაზებული ანალოგიური სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუ“ მზადდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტზე არსებული ეკონომიკური კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრის მკვლევრების მიერ.

ბანერები