ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ბიზნეს რევიუს" აფთიაქების ბაზრის კვლევა

ღონისძიებები

2 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის №106 საკონფერენციო დარბაზში (გ. წერეთლის 2, ყოფილი უცხო ენების კორპუსის უკან, ძველი ენციკლოპედიის შენობა) „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ (IBR) მიერ მომზადებული „აფთიაქების ბაზრის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მიერ გამოსაკვლევად შეირჩა თბილისში შედარებით მსხვილი და ქსელური აფთიაქები, ესენია: „ავერსი“, „PSP“, „GPC“, „City Pharma“ და „ფარმაცენტრი“, „ფარმადეპო“, „ნეოფარმი“, „36,6“, სახალხო აფთიაქი“, „ფარმაგიდი“.

კვლევა მიზნად ისახავდა, საქართველოს ბაზარზე ოპერირებად აფთიაქებს შორის ერთსა და იმავე წამალზე დადგენილიყო ფასები და განხორციელებულიყო მათი შედარებითი ანალიზი. მიღებული შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომელი აფთიაქი აწვდის მომხმარებელს მედიკამენტებს ყველაზე იაფად და რომელი აფთიაქი – ყველაზე ძვირად. დაგეგმილია კვლევის შედეგების მიწოდება  საზოგადოების ფართო წრეებისათვის.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუში“ აცხადებენ, რომ შედეგების განზოგადებით მიიღება შემდეგი სურათი: „თუ ე.წ. „ყველაზე იაფიან“ აფთიაქებში ოჯახი ჩვენ მიერ შერჩეულ ხშირად მოხმარებულ წამლების პაკეტს შეიძენს, იმავე წამლების შესაძენად ე.წ. „ყველაზე ძვირიან“ აფთიაქში ოჯახს პროდუქციას საშუალოდ 62%-მდე უძვირებს“.

„ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ მკვლევართა ჯგუფი ბაზრის კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით აწარმოებს. უახლოეს მომავალში ინფორმაციები უკვე დინამიკაში იქნება საზოგადოებისათვის მიწოდებული, რაც ბაზარზე არსებულ სხვადასხვა საინტერესო პროცესებზე უფრო ნათელ წარმოდგენას შექმნის. „ილიაუნი ბიზნეს რევიუს“ ინტერესის და საქმიანობის სფეროა მაკრო–მიკრო ეკონომიკური მაჩვენებლები და მათი ანალიზი, ბაზრებისკვლევა, პროგნოზირება, რეიტინგები, ინდექსები, ტენდენციები და რეკომენდაციები.

ბანერები