ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

”ბიზნეს ქეისებში” სტუდენტთა დაჯილდოება

ღონისძიებები

15 ივნისს, 16:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ( მის.: ი. ჭავჭავაძის #32, A კორპუსი, 101-ე აუდიტორია;) ბრენდ კომპანიები პროექტ ”ბიზნეს ქეისებში” გამარჯვებულ სტუდენტებს დააჯილდოვებენ.

2010 წლის მაისი - ივნისის განმავლობაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა სტუდენტური პროექტი ”ბიზნეს ქეისები”, რომლის ორგანიზატორები იყვნენ სტუდენტური თვითმმართველობა და ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ბაზაზე არსებული ”მომავალ ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი - FESC”.

ფინალისტებს დიპლომებითა და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებენ პროექტის მხარდამჭერები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, ახალი ეკონომიკური სკოლა ”საქართველო”, ”ვითიბი ბანკი”, სტუდენტური ორგანიზაცია ”ახალგაზრდული მოძრაობა”, ”ჯი-ბი-სი”, ” ვისკის სახლი”, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” და ”ვისოლი”.

ბანერები