ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიზნეს ქეისების შედეგები

ღონისძიებები

23 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის (მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.№32) A101 აუდიტორიაში გაიმართება კონკურსის ”ჩვენ ვქმნით ბიზნეს ქეისებს” საბოლოო შედეგების გამოცხადება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით მიმდინარეობდა კონკურსი ”ჩვენ ვქმნით ბიზნეს ქეისებს”.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას;

ამასთანავე მონაწილეებს ეხმარება ბიზნეს ქეისების ევროპული სტილის დანერგვასა და შედეგებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ბიზნეს სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობაში.

ბანერები