ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

"ბიზნეს ქეისების" გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ღონისძიებები

17 ივლისს 17:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიში (G კორპუსის 106 აუდიტორია) გაიმართება 2012 წლის ”ბიზნეს-ქეისების” კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება.
 
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ინიციატივით უკვე მესამე წელია  ხორციელდება პროექტი “ბიზნეს ქეისები”.  პროექტი წარმოადგენს ინტელექტუალურ თამაშს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებას. 
 
წელს ”ბიზნეს-ქეისები 2012”-ში მოანწილეობა მიიღეს როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტებისს 48 გუნდი, თითო გუნდი 5 სტუდენტისაგან შედგებდოდა. „ბიზნეს ქეისები 2012“ გაიმართა 3 ტურად, ხოლო პირველი ტური სამ ეტაპად.
 
საინფორმაციო შეხვედრაზე გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვის მიზნით მოხდა კენჭისყრა და გუნდებს მიენიჭათ ნომრები. ჯამური ქულების მიხედვით ნახევარფინალში გადავიდა 22 გუნდი, ხოლო ფინალში 14 გუნდი. გუნდებს აფასებდა ჟიური, რომლის სამი მუდმივი წევრის გარდა მეოთხე წევრი იცვლებოდა. თითოეულ ეტაპზე დალუქულ კონვერტშიმოთავსებული სამი ქეისიდან სტუდენტები ირჩევდნენ  ორს.  (ინფორმაიცა შედეგების შესახებ იხილეთ www.iliauni.edu.ge). განხილული იყო როგორც ქართული, ასევე უცხოური ბიზნეს-ქეისების მაგალითები.

ბანერები