ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიომრავალფეროვნება და ბიოტური ურთიერთობები

ღონისძიებები

17 მაისს, 13.00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 106 - ე აუდიტორიაში (ყოფილი ენციკლოპედიის შენობა, G კორპუსი) გაიმართება ილიაუნის პროფესორების, ზაალ კიკვიძისა და მერაბ კოკაიას საჯარო ლექციები.

ზაალ კიკვიძე წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,ბიომრავალფეროვნება და ბიოტური ურთიერთობები“

ლექცია ეხება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესწავლას და მცენარეულ ორგანიზმებს შორის ურთიერთობების როლს ბიოლოგიური მრავალფეროვნების ფორმირებაში როგორც ადგილობრივ ეკოსისტემებში, ისე გლობალური მასშტაბით. განხილულ იქნება ორგანიზმებს შორის დადებითი (ფაცილიტაციური) და უარყოფითი (კონკურენტული) ურთიერთობების როლი ეკოსისტემების სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.

მერაბ კოკაიას ლექცია შეეხება თემას: ,,ეპილეფსია და გენური თერაპია“.

ლექციაში განხილულ იქნება ეპილეფსიის ალტერნატიული მკურნალობის ახალი სტრატეგიები.

ბანერები