ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიომრავალფეროვნება და ბიოინჟინერია

ღონისძიებები

4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ. 32) კომპანია ”ჰაიდელბერგცემენტის” ტექნოლოგიური ცენტრის თანამშრომელი, გეოგრაფი თინა გოლცერი წაიკითხავს მოხსენებას ”ჰაიდელბერგცემენტის საქართველოს საბადოების ბიომრავალფეროვნება და ბიოინჟინერია”.

მოხსენებაში თინა გოლცერი ისაუბრებს, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ფლორის და ფაუნის მრავალფეროვნების აღდგენის პროცესი კირქვის საბადოებზე საქართველოში. იგი ასევე შეეხება ნიადაგის მენეჯმენტის და აღდგენის პროცესებს, მცენარეულობის დარგვის, დათესვის და გამწვანების თანამედროვე მეთოდებს, ასევე ბიოინჟინერიის ინსტრუქციებს, რომელიც მოიცავს ფერდობის სტაბილიზაციას, ქარდამცავი ზოლის შექმნასა და მცენარეული საფარის აღდგენას.

ბანერები