ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბიოფიზიკის ინსტიტუტის ანგარიში – სამეცნიერო კვირეული ილიაუნიში 2019

ღონისძიებები

19 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის ბიოფიზიკის ინსტიტუტის მკვლევარი, დოქტორი ლევან ლომიძე წაიკითხავს მოხსენებას „მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ზე დაფუძნებული დნმ ნანოსტრუქტურები“.

თემის მცირე აღწერა

დნმ ნანოტექნოლოგიები ძირითადად დაფუძნებულია უოტსონ-კრიკის ფუძეთა წყვილებზე, მათი როგორც ამოცნობის მექანიზმები, ასევე სტრუქტურული ელემენტები. ეს ზღუდავს მის სტრუქტურულ მრავალფეროვნებას და დნმ-ის თვითაწყობის დროს უშვებს უზუსტობებს. დნმ დუპლექსების ალტერნატივად შეგვიძლია განვიხილოთ დნმ კვადრუპლექსები. GGGTGGGTGGGTGGG (G3T) თანმიმდევრობა წარმოქმნის პარალელურ კვადრუპლექსს, თიმიდინით ყულფის პოზიციაში. ვაჩვენეთ, რომ ჰომოპოლიმერს, რომელიც შედგება (G3T) მონომერული ერთეულებისაგან, აქვს უნარი, დაიკეცოს უწყვეტ, უჩვეულოდ სტაბილურ მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ად (tetrahelical monomolecular DNA (tmDNA)). ამის გათვალისწინებით დნმ კვადრუპლექსებს აქვთ უნარი შეცვალონ დნმ ნანოტექნოლოგიები უშეცდომო, თვითაწყობადი, გრძელი სტაბილური მოლეკულების ფორმირებით. მონომოლეკულურ ოთხმაგსპირალურ დნმ-ის სტრუქტურას აქვს ნანოტექნოლოგიებში სამშენებლო მასალად გამოყენების პოტენციალი. tmDNA არის მონომოლეკულური სტრუქტურა, რომელიც (i) მარტივად პროგრამირებადია, (ii) ხასიათდება ხელსაყრელი თერმოდინამიკითა და კინეტიკით და (iii) შეცდომებისგან თავისუფალია. შედეგად, tmDNA-ს დნმ ნანოტექნოლოგიებში გამოყენების დიდი პოტენციალი აქვს. განხილული იქნება tmDNA პოლიმერების ენზიმატური მეთოდით მიღება და AFM ვიზუალიზაცია.

დრო:19 დეკემბერი, 18:30 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები