ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ბილი მილიგანის მრავალი გონება“ - დენიელ კიზის რომანის პრეზენტაცია

ღონისძიებები

17 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ გიწვევთ დენიელ კიზის რომანის - „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ - ქართული თარგმანის პრეზენტაციაზე. წიგნის შესახებ ისაუბრებს მთარგმნელი თინათინ ხომერიკი.

ნაწყვეტი რომანის წინასიტყვაობიდან:

„ეს წიგნი დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ სტენლი მილიგანის შესახებ. ის პირველი ადამიანია აშშ-ში, რომელიც ერთგვარი ფსიქიკური დარღვევის გამო არაერთ მძიმე ბრალდებაში ცნეს უდანაშაულოდ, რადგან ერთსა და იმავე დროს რამდენიმე პიროვნება იყო. ფსიქიატრიულ და პოპულარულ ლიტერატურაში აღწერილი მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანებისაგან განსხვავებით, რომლებიც, გამოგონილ სახელებს ამოფარებულნი, ანონიმებად რჩებოდნენ, მილიგანის პიროვნება დაკავებისა და სასამართლოსთვის გადაცემის მომენტიდანვე ათასგვარი მითქმა-მოთქმის საგნად იქცა. მისი პორტრეტი გაზეთების პირველ გვერდებსა და ჟურნალების ყდებზე იბეჭდებოდა. მისი ფსიქიკური შემოწმების შედეგებს საღამოს სატელევიზიო ახალი ამბები და სტატიათა სათაურები მთელ მსოფლიოში ავრცელებდნენ. გარდა ამისა, ის პირველი პაციენტია მრავლობითი პიროვნული აშლილობის მქონეთაგან, კლინიკის პირობებში ოცდაოთხი საათის განმავლობაში გულდასმით რომ ამოწმებდნენ და რომლის პიროვნების მრავლობითი ხასიათიც ოთხმა ფსიქიატრმა და ერთმა ფსიქოლოგმა სასამართლოზე ფიცით დაადასტურეს“.

დრო: 17 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. #32)

დასწრება თავისუფალია.

ბანერები