ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია

ღონისძიებები

27 იანვარს, 17.00  საათზე, 101 - ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის გამზ.32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გიწვევთ  სახელმძღვანელოს “ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია” პრეზენტაციაზე. წიგნის ავტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან გოგილაშვილი და  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო სამხარაძე.

სახელმძღვანელო ავტორების და წამყვანი უცხოელი სპეციალისტების მიერ რეკომენდებული სქემით არის შედგენილი. ის ენდოდონტიური დაავადებების მკურნალობის მიზნით მოწოდებული საშუალებების  და მეთოდების რაციონალური შერჩევის პრინციპებს ითვალისწინებს, რომელსაც გამოყენების ჩვენებები და უკუჩვენებები, არასასურველი გართულებები და თავისებურებები უდევს საფუძვლად.

სახელმძღვანელო  განკუთვნილია სტუდენტების, რეზიდენტების, დოქტორანტების, ექიმების და ექიმი-სტომატოლოგის ასისტენტებისათვის. წიგნის შინაარსი და მასში გადმოცემული რეკომენდაციები ხელს შეუწყობს ექიმებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში.

ბანერები