ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბაზისბანკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიაუნიში არსებული საბაკალავრო პროგრამების წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიით დააჯილდოებს

ღონისძიებები

2 დეკემბერს, 13:00 საათზე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე ილიაუნიში ჩარიცხული წარმატებული პირველკურსელები სტიპენდიით დაჯილდოვდებიან.

სტიპენდიას პირველკურსელებისთვის აწესებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი “ბაზისბანკი”.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და “ბაზისბანკის” ერთობლივი სასტიპენდიო პროგრამის მოცულობა 2015 წლისთვის 20 000 ლარი იყო, რაც გულისხმობდა აღნიშნულ პროგრამებზე ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალქულიანი (ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით) აბიტურიენტისთვის ერთჯერადად 2000-ლარიანი სტიპენდიის დაწესებას.

წელს „ბაზისბანკის“ სტიპენდიით დაჯილდოვდებიან ილიაუნიში საბაკალავრო პროგრამების შემდეგი სტუდენტები:

  • ანდრო გვივრაძე
  • ზურაბ ბაკურიძე
  • ერეკლე ჯმუხაძე
  • ნიკოლოზ სანაკოევი
  • დავით ჯანელიძე
  • სანდრო იოსავა
  • ლუკა თვალიაშვილი
  • ჟიული გოგაძე
  • მიხეილ ქუშაშვილი
  • ლანა გასპარიანი

სტუდენტებს დააჯილდოებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიგა ზედანია, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს პროგრამის დეკანი, კენ უოლში და „ბაზისბანკის“ გენერალური დირექტორი, დავით ცაავა. 

დრო: 2 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: E 207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ჩოლოყაშვილის გამზ. # 3/5)

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები