ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგია

ღონისძიებები

3 ოქტომბერსა და 4 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 101-ე აუდიტორიაში (აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, გ. წერეთლის #3) გაიმართება ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის კლინიკური, საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ფსიქოლოგიის კვლევითი დეპარტამენტის თანადირექტორის, განათლების ფსიქოლოგის, დოქტორ შონ კამერონის საჯარო ლექციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის საკითხებზე.

3 ოქტომბერს  საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე  „პოზიტიური შედეგების მიღწევა მშობლების მიერ მიტოვებულ ან დაჩაგრულ ბავშვებსა და მოზარდებში“.

4 ოქტომბერს საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე „სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდების დახმარება: როგორ გადავაქციოთ პრობლემები შესაძლებლობებად“.

ბანერები