ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილი საჯარო ლექციების სერია

ღონისძიებები

კომპანია „კრედო“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტთან ერთად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით, მართავს ბავშვის განვითარებისა და აღზრდის საკითხებისადმი მიძღვნილ საჯარო ლექციების სერიას.
კომპანიის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში ტრენინგ-ცენტრის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნულ ტრენინგ-ცენტრში, ამერიკელი პროფესორების - ჯოდი პოლაჰას, სინტია ანდერსონის, მერიენ ჯეკსონისა დ აჟან-პოლ მოშელას - მონაწილეობით, 2015 წლის განმავლობაში გადამზადდა 15 ტრენერი.
2016 წლიდან ტრენინგ-ცენტრი როგორც სპეციალისტებს, ასევე მშობლებსა და ბავშვის განვითარების საკითხებით დაინტერესებულ ყველა პირს შესთავაზებს მრავალფეროვან ტრენინგ-მოდულებსა და სასერტიფიკატო პროგრამებს პოზიტიურ მშობლობაზე, ქცევის გამოყენებით ანალიზსა და სხვა აქტუალურ საკითხებზე.
18 დეკემბერს, 17:00 საათზე შედგება ტრენინგ-ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია.

საჯარო ლექციებზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

14-18 დეკემბერს ილიაუნის ბავშვის განვითარების ინსტიტუტში დაგეგმილ ღონისძიებათა განრიგი:

დრო/ადგილი: 14 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: თინათინ ჭინჭარაული, PhD, BCBA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი
თემა: „რატომ ქცევის გამოყენებითი ანალიზი?“ (პრაქტიკული რჩევები სპეციალისტებისა და მშობლებისთვის)

დრო/ადგილი: 15 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 124 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)
მომხსენებელი: სალომე მაზმიშვილი, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი 
თემა: „მშობელთა კონსულტაციის (family check-up) სისტემა” (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის)

დრო/ადგილი: 16 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: ნატა მეფარიშვილი, PhD, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბავშვთა კლინიკური ფსიქოლოგი
თემა: „მე - მშობელი: პოზიტიური აღზრდა“ (საჯარო ლექცია მშობლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის)

დრო/ადგილი: 17 დეკემბერი, 16:00-18:00 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“ 
მომხსენებელი: ია იაშვილი, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი
თემა: „ტუალეტის ჩვევის შემუშავების სისტემა“ (ვორკშოპი სპეციალისტებისთვის)

დრო/ადგილი: 18 დეკემბერი, 18:30-19:30 საათი, წიგნის სახლი „ლიგამუსი“
მომხსენებელი: ანა პაპავა, MA, ბავშვის განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის სუპერვიზორი
თემა: „კვების სირთულეები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებში“ (საჯარო ლექცია სპეციალისტებისა და მშობლებისთვის)

დრო/ადგილი: 18 დეკემბერი, 17:00 საათი, ბავშვის განვითარების ინსტიტუტი (ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C კორპუსი)
ღონისძიება: ტრენინგ-ცენტრის ოფიციალური გახსნა


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები