ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბავშვებში მეტყველების აპრაქსიის მართვა – დორა კნეჟევიჩის ლექციები

ღონისძიებები

5-6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS-ის გაცვლითი პროგრამების ფარგლებში ლექციებს წაიკითხავს ზაგრების უნივერსიტეტის ლექტორი დორა კნეჟევიჩი.

  • 5 ოქტომბრის ლექციის თემაა „ბავშვთა მეტყველების აპრაქსია დიაგნოზთან დაკავშირებული თანამედროვე კვლევები“;
  • 6 ოქტომბრის ლექციის თემაა „ბავშვთა მეტყველების აპრაქსია მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები, კვლევებისა და სხვადასხვაგვარი ჩარევების შედეგების მიმოხილვა“.

ლექციები განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისა და საქართველოს ენისა და მეტყველების (სემთა) ასოციაციის წევრებისათვის.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 5-6 ოქტომბერი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 103 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

2022 წელი

ბანერები