ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

„ბავშვები მწვანე ვარდიდან“ - ფრანგული დოკუმენტური ფილმის ჩვენება

ღონისძიებები

11 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი „მწვანე სახლი“ წარმოგიდგენთ ფრანგულ დოკუმენტურ ფილმს  - „ბავშვები მწვანე ვარდიდან“. ფილმი შეეხება პარიზის ერთ-ერთ დღის ცენტრს, რომელიც აუტიზმის, ფსიქიკური აშლილობისა და ქცევის მძიმე დარღვევების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს ემსახურება (Les enfants de la ROSE VERTE, რეჟისორი ბერნარ რიშარი, 2014 წ.).

ფილმში მონაწილეობენ ცენტრის ბენეფიციარები, მშობლები, დირექცია, მომსახურე პერსონალი - ბავშვთა ფსიქოანალიტიკოსები, ფსიქიატრები, ფსიქოლოგები, ფსიქომოტორიკის სპეციალისტები, სპეცპედაგოგები, ლოგოპედები და სხვები.

ფილმი დაწესებულების ფსიქოანალიტიკური თერაპიის თავისებურებებსა და პრინციპებზე მოგვითხრობს; მიდგომაზე, რომელსაც საფრანგეთში მრავალწლიანი პრაქტიკა აქვს; ნაჩვენებია გუნდის ერთობლივი მუშაობის ცოცხალი, შემოქმედებითი პროცესი, თითოეული ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, და შედეგები, რომელიც ამ მიდგომას მოაქვს.

ფილმი საინტერესოა არა მხოლოდ აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებისა და მოზარდთა მშობლებისთვის, არამედ სტუდენტებისა და ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალებისთვის, მიუხედავად მათი კლინიკური თუ თეორიული პოზიციებისა.

დრო: 11 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32)

ბანერები