ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ბათუ ქუთელიას საჯარო ლექცია: ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე

ღონისძიებები

28 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია, წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ევროპეიზაციის გავლენა საქართველოს თავდაცვის პოლიტიკაზე“.

საჯარო ლექცია ჩატარდება ილიაუნის საჯარო პოლიტიკის კვლევისა და ტრენინგების ცენტრის (PPRTC) მიერ ორგანიზებული ლექციათა კურსის - „ევროპეიზაციის გავლენა საჯაროპოლიტიკის ცვლილებაზე საქართველოში“ - ფარგლებში. კურსის მიმდინარეობისას მსმენელები გაიღრმავებენ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ევროპეიზაციის პროცესმასაჯარო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებაზე საქართველოში: მაკროეკონომიკაზე, მეწარმეობაზე, ჯანდაცვაზე, განათლებაზე, სამართალზე, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაზე.

ლექციის დასასრულს გაიმართება დისკუსია.

დრო: 28 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (. წერეთლის . #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

ბანერები